მერაბ შარიქაძე: ქუთაისი დიდ რაგბს იმსახურებს!

თარიღი: იანვარი 31, 2018

ბორჯღალოსნები 2018 წლის სანაკრებო სეზონის დაწყებისთვის, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც 10 თებერვალს ქუთაისის ‘აია არენა’ უმასპინძლებს. ნაკრების შევარდენზე 4 თებერვალს შეიკრიბება, მანამდე ნაკრების დიდი 10-ის კლუბებში მოთამაშე წევრები, კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან და მომავალი მატჩებისთვის ემზადებიან.

 

ბილისშია ბორჯღალოსნების კაპიტანი, ‘ორიაკის’ შუამარბი მერაბ შარიქაძეც, რომელიც ფიქრობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების გზაზე ყოველ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ქუთაისმა კი, ნაკრების მასპინძლობა დაიმსახურა და იქ სანაკრებო თამაშები უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს!

 

მერაბ შარიქაძე: რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ჯერ ოფიციალური შეკრება არ დაგვიწყია. მორაგბეთა ის ჯგუფი, რომელიც თბილისში იმყოფება, კვირაში რამდენჯერმე შევარდენზე ვარჯიშობს, ხოლო ლეგიონერებს კლუბებში ჯერ კიდევ უწევთ თამაში და ჯერჯერობით ნაკრებზე სრულად არ ვართ გადმორთული.

 

ბოლო წლებში საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის უცვლელი გამარჯვებულები იყო და თასის შესანარჩუნებლად იბრძოდა, წელს კი მიზანი განსხვავებულია – თასის დაბრუნება…

 

შარშან ჩვენთვის უჩვეულო რამ მოხდა, ტრადიცია „დავარღვიეთ“ და თასი დავთმეთ. პირადად ჩემს პოზიციას გეტყვით და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებიც ასე ფიქრობენ – არავითარ შემთხვევაში აღარ ვაპირებთ იგივე შეცდომების გამეორებას! კბილებ ალესილი ველოდები რუმინეთთან თამაშს, რათა თასები დავიბრუნოთ. მანამდე გრძელი გზაა, თუმცა მთავარი მიზანია ტიტული კუთვნილ ადგილას დავაბრუნოთ.

 

რას მოგვცემს რაგბი ევროპაზე თამაში, სადაც მეტოქეებს დონით ბევრად აღვემატებით?

 

ჩვენ დაგვემართა ის, რაც უმაღლესი დონის გუნდებს, როგორებიც ინგლისი და ახალი ზელანდიაა, არ ემართებათ. როდესაც მოწინააღმდეგე შენზე სუსტია, მის თამაშს არ უნდა აყვე და სტანდარტი უნდა შეინარჩუნო. ყველამ იცის, რომ ბელგია საქართველოზე სუსტი გუნდია და ეს მოედანზე ყოველთვის ნათლად უნდა ჩანდეს. თამაშში მთავარია ის ხარისხი ვაჩვენოთ, რაც გულშემატკივარს და ჩვენ, მოთამაშეებს გვსურს.

 

ბელგიას ქუთაისში ვეთამაშებით, სადაც ნაკრებს 13 წელია არ უთამაშია.

 

 

ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს წელიწადში რამდენიმე სანაკრებო თამაშს. ამ ქალაქს დიდი სარაგბო ისტორია და ტრადიციები აქვს და ქუთაისელი გულშემატკივარი ნაკრების ყოველ წელს ხილვას იმსახურებს. მესმის, რომ იქ იმ მასშტაბის სტადიონი არაა, როგორიც თბილისში, მაგრამ ბელგიასთან, გერმანიასთან და ესპანეთთან, ჩემი აზრით სწორედ ქუთაისში უნდა ვთამაშობდეთ. დარწმუნებული ვარ, 10 თებერვალს სტადიონი გადაჭედილი იქნება და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება!

 

რას ეტყვით ქუთაისელ გულშემატკივარს?

 

ძალიან დიდი მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს რაგბის სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რასაც ამდენი წელია ამტკიცებენ. ვპირდები, რომ არცერთი მოთამაშე, რომელიც მოედანზე იქნება, არცერთი წამით არაფერს დაიშურებს, რათა ისინი გაახაროს!

 

მილთონ ჰეიგმა განაცხადა, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება სწორედ ახლა იწყება.

 

დიახ, უმნიშვნელოვანესი პერიოდი იწყება. ნებისმიერ მეტოქესთან საჭიროა, რომ შენი თამაშის ხარისხი მაღალი იყოს. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რომ არ ვისაუბროთ, ივნისში სერიოზული თამაშები გველის იაპონიასთან და ფიჯისთან, რომელიც ჯგუფში ჩვენი მეტოქეა. აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუ გვინდა რომ მსოფლიო თასზე წარმატებას მივაღწიოთ. ამ თამაშებმა უნდა მოგვცეს მინიშნებები, რა არის ჩვენი სისუსტეები, სად ვართ ძლიერები და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან წელიწადი და წელიწადნახევარი, ასეთი დონის ტურნირისთვის სათანადოდ მოსამზადებლად დიდი დრო ნამდვილად არ არის.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

“ამოიღო იარაღი და მესროლა ორჯერ” – დაჭრილი მორაგბე განცხადებას აქვეყნებს

რაგბის კავშირის შენობაში დაჭრილმა მორაგბემ, რამაზ ხარაზიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. როგორც იცით, ინციდენტი 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის შენობაში “იუნკერების” კაპიტანი დაჭრეს

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო. დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სარაგბო კლუბ “იუნკერების” კაპიტანი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომაზე “8 ერში” იასპარეზებს. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა. საქართველოს [&h...
წაკითხვა
რაგბი

დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამოცდილმა წევრმა, დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა. 35 წლის მორაგბემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

BBC: საქართველო “რვა ერში” იაპონიას ჩაანაცვლებს

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რვა ერის ტურნირში იაპონიის ნაკრების ნაცვლად საქართველო ითამაშებს. “ბიბისის” შოტლანდიური გამოცემ...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია რაგბის კავშირში დაადასტურეს. მიზეზად ქართულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა