მერაბ შარიქაძე: ‘რუსეთთან თამაშისას იმხელა პასუხისმგელობას ვგრძნობთ, რომ ეს ხელს გვიშლის’

თარიღი: თებერვალი 7, 2021

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ რუსეთთან გამარჯვების (16:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მე რაც მაქვს ნათამაშები, რუსეთთან ამაზე მძიმე თამაშებიც გვქონია. გულშემატკივარი არ იქნება ბედნიერი ამ თამაშით და ჩვენც არ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რუსეთის წინააღმდეგ თამაში იმდენად ემოციური, მძიმეა ჩვენთვის და იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის და დღესაც ეს მოხდა.

დღევანდელ მატჩში ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. დიდ ემოციებს, რაღაც რომ გაწვება შიგნიდან, ასეთი გაუაზრებელი ჯარიმები მოჰყვება. ბიჭების უმეტესობა რუსეთის წინააღმდეგ პირველად თამაშობდა. გასახდელში საუბრობდნენ და ვუსმენდი, ამბობდნენ, რომ ინგლისთან არ გვინერვიულია იმის ნახევარი, რაც დღეს ვინერვიულეთო. მესმის, რომ შეიძლება, გულშემატკივარს არ უნდა ამის გათვალისწინება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ. ჩემთვისაც პირველი და მეორე წელი არაა ნაკრებში, მაგრამ რუსეთთან თამაში ძალიან დიდ წნეხსა და პასუხისმგებლობას ნიშნავს. არ არის მარტივი, მაგრამ ღვთის წყალობით, კიდევ ერთი გამარჯვება ჩავწერეთ ისტორიაში და ეს კარგია.

ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც რუსეთს საშუალებას აძლევდა, რომ ჩვენს ნახევარზე ხშირად ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, ეს არის თამაში, სადაც საკუთარ თავს მაქსიმუმს თხოვ და ეს მაქსიმუმი ხანდახან უაზრო ჯარიმებში გადაგვდის. ამ ჯარიმების გამო ვისჯებით, რეალობა ესაა. მთელი გულით ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთზე ბევრად კარგი გუნდი ვართ და ბევრად უკეთესი რაგბის თამაში შეგვიძლია, ვიდრე დღეს ვითამაშეთ”, – განაცხადა შარიქაძემ.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი



მსგავსი სიახლეები
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბი ევროპა – ვიწყებთ პორტუგალიით, ვასრულებთ ესპანეთით

რაგბი ევროპამ 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით კაჭარავა ქეთი ხატიაშვილთან ერთად მადრიდში ისვენებს (ფოტო)

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, ახლა რაგბის კავშირის გამგეობის თავჯდომარე და პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა ტანმოვარჯიშე […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “როდესაც ორი თამაში გაქვს, შემადგენლობის როტაცია ძალიან რთულიაR

ბორჯღალოსნებმა არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ხვალ, 18:30 საათზე ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადნენ. 14 ნოემბერს ბორდოში, […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. თამაში საქართველოს დროით ...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გთხოვთ, უყურეთ თამაშს, ეს არ იყო სამართლიანი მსაჯობა!”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ქალაქ […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში [&he...
წაკითხვა
რაგბი

“შავი ლომის” შემადგენლობა “ენისეის” წინააღმდეგ

სოჭში, რუსეთის ჩემპიონ ‘ენისეისთან’ გასამართ თამაშში ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი […]...
წაკითხვა
რაგბი

“40 წელია რაგბს ვუყურებ და ასეთი რამ არ მინახავს” – რა მოხდა საქართველოს

23 ოქტომბერს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურში “აკადემია” “იუნკერებს” დაუპირისპირდა და მეტოქე 42:12 დაამარცხა. შეხვედრის [&...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა! (ფოტო)

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელი...
წაკითხვა
რაგბი

“პირადად შეძლო კომუნიკაცია” – ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“თბილისი მერიოტში” 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა. […]...
წაკითხვა