მერანმა ტერეკს მოუგო
თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის “მერანმა” თავისი მეორე სპარინგ-მატჩი რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ, გროზნოს “ტერეკის” მეორე გუნდთან გამართა და დათა ციცხვაიას ჰეთ-თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხა მოწინააღმდეგე.
ციცხვაიამ სამივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანა. შესვენების შემდეგ, რუსებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ბულგარულ “ბეროესთან” გამართული პირველი ტესტ-მატჩი მარტვილელებმა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს.