მერებაშვილი საუკეთესო გახდა
საბერძნეთის ჩემპიონატის გადადებული, მე-6 ტურის შეხვედრაში მერებაშვილის და ლორიას ოფიმ “ერგოტელისი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა.
მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე, 11-მეტრიანის ნიშნულიდან გავიდა. აღსანიშანვია, რომ პენალტი გიორგი მერებაშვილმა მოიპოვა მისი შესრულება კი მილაზეშმა ითავა და მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა.
ბერძნული პრესის ცნობით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ მერებაშვილი გახდა. მართალია, ბერძნები იმასაც წერენ, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე დანიშნული პენალტი მსაჯის შეცდომა იყო, თუმცა ჩვენი კოლეგები იმასაც აღნიშნავენ, რომ ქართველი ნახევარმცველი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და მისთვის “ერგოლეტესის” წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა ბერძნულ კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო იყო.