მერსესაიდელთა თავკაცი დეპაის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს
მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ადასტურებს ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაისადმი, რომელსაც ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვეს” სკაუტები აკვირდებიან.
“დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას ჩემს გუნდში, “ევერტონში.” – განუცხადა “საუთჰემპტონის” ექს-თავკაცმა Fox Sports-ის ჟურნალისტებს.
“ჩემი გადმოსახედიდან, ის ძალზედ საინტერესო ფეხბურთელია. მემფისი ინდივიდუალურადაც საკმაოდ ძლიერია, ბურთთან ერთად ის ყოველთვის საშიშია.
ერთადერთი, რაც მას სჭირდება საკმარისი რაოდენობის სათამაშო დროა.
მის გადაბირებას “საუთჰემპტონში” ყოფნის პერიოდშიც ვცდილობდი, 2015 წელს, მაგრამ ჰოლანდიელები “მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადებამ უფრო მოხიბლა, რაც ლოგიკური იყო.”