მერსონი: “არსენალმა” არ უნდა იღელვოს, თუ ობამეიანგი წასვლას გადაწყვეტს”
“არსენალის” ყოფილი ვარსკვლავი პოლ მერსონი თვლის, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ არ უნდა იღელვოს, თუ პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლას გადაწყვეტს.
“არსენალმა” არ უნდაიღელვოს, თუ ობამეიანგი წასვლას გადაწყვეტს. ამბობს, რომ დარჩენა სურს და უკვე 30 წლის არის. ნამდვილად ვერ ვხედავ მისი მსურველი გრანდების რიგს, რომლებიც მზად არიან 30 წლის ფორვარდში დიდი ფული გადაიხადონ.
კლუბმა მის ტრანსფერში ძალიან დიდი თანხა გადაიხადა და ახლა მას კონტრაქტი ეწურება (2021 წელს). იმ პერიოდისთვის ის 32 წლის იქნება. თუ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლას გადაწყვეტს, ვინ იდარდებს? არ ვთვლი რომ ეს დიდი პრობლემა იქნება. 32 წლის თავდამსხმელი არავის მოენატრება, არა?
ობამეიანგმა “არსენალისთვის” ბრწყინვალე საქმე გააკეთა. წელს ოქროს ბუცის მოგებაც შეუძლია – თუმცა მისი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ამ შანსებზე ცუდად იმოქმედებს,” -აცხადებს მერსონი.