მერსონი: “კეინთან ერთად “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობის პრეტენდენტი გახდება”
ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, პოლ მერსონმა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს მომავალი სეზონისთვის ჰარი კეინის ტრანსფერის განხორციელება ურჩია.
“ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედს” ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება. ჩემი აზრით, კეინთან ერთად “მანჩესტერი” ჩემპიონობის პრეტენდენტი გახდება პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონში.
ყველა ამბობს, რომ მარსიალი ბრწყინვალედ თამაშობს და ასეც არის. ამბობენ, რომ მეისონ გრინვუდიც სუპერვარსკვლავი გახდება… თუ ისინი ჰარის მოიყვანენ და მარსიალს, გრინვუდსა და რეშფორდს როტაციაში ჩართავენ, კეინი ყველაზე ცუდ სეზონშიც 20 გოლზე მეტს გაიტანს!
მარსიალი კარგია. კარგ ფორმაში მყოფი ანტონი შეუდარებელია, თუმცა პრემიერ ლიგას ასე ვერ მოიგებ. ჩემპიონატს სტაბილურობა იგებს, რომელსაც გუნდში კეინის მოსვლა სჭირდება,” – აცხადებს მერსონი.