მესი: “არგენტინის ნაკრები ჩემზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა”
კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, კოპა ამერიკაზე გასამართი პირველი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.
“არგენტინის ნაკრები ჩემზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ძლიერი და ერთიანი გუნდის შექმნას. თუ ამას ვერ შევძლებთ, ტიტულებისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება.
ვფიქრობ, ახლა ძლიერი გუნდი ვართ. ფეხბურთელების უმეტესობას ერთმანეთთან მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს. კოპა ამერიკაზე უკვე ვითამაშეთ და ეს ძალიან დაგვეხმარება. მჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ.
ჩვენთვის ყველაფერი ის, რაც არგენტინის ნაკრებს ეხება, განსკაუთრებულია – იქნება ეს ამხანაგური მატჩები, საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები, კოპა ამერიკა თუ მსოფლიო ჩემპიონატი,” – აცხადებს მესი.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, 01:00 საათზე არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის პირველ მატჩში ჩილეს დაუპირისპირდება.