მესი: “ბრინჯაოს მედლის მიღებაზე უარი ამიტომ ვთქვი…”
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ის მიზეზი დაასახელა, რის გამოც მან კოპა ამერიკის ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ მესამე ადგილისათვის მატჩში ჩილე 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 37-ე წუთზე არბიტრმა ლიონელ მესი და გარი მედელი მოედნიდან გააძევა. დაჯილდოვების ცერემონიალის დროს, მესი გასახდელში დარჩა და მედლის მისაღებად მოედანზე არ დაბრუნებულა.
კითხვაზე, თუ რატომ არ გამოვიდა არგენტინელი სუპერვარსკვლავი მინდორზე ბრინჯაოს მედლის მისაღებად, მისი პასუხი ასეთი იყო:
“ჩვენ ამ კორუფციის ნაწილი არ უნდა ვიყოთ. სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის კონფედერაციამ ჩვენ მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა. მათ ფინალში გასვლის საშუალება არ მოგვცეს. ინციდენტის შემდეგ, ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ, იმის გამო დამსაჯეს, რაც წინა დღეებში ვთქვი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულა”, – თქვა მესიმ.