მესი და რონალდუ დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან
დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. არგენტინელს გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მარადონას გარდაცვალების ამბავს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურნენ.
ლიონელ მესი: “ძალიან სევდიანი დღე ყველა არგენტინელისათვის და მთლიანად ფეხბურთისთვის. ის გვტოვებს, მაგრამ დიეგო სამუდამოდ ჩვენთან იქნება. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და ვუთანაგრძნო მის ოჯახსა და მეგობრებს. მშვიდად განისვენე.”
კრიშტიანო რონალდუ: “დღეს მე ვემშვიდობები მეგობარს და მსოფლიო ემშვიდობება გენიოსს. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. შეუდარებელი ჯადოქარი. მან ძალიან მალე დაგვტოვა. მშვიდად განისვენე. არასოდეს დაგივიწყებთ.”
Hoje despeço-me de um amigo e o Mundo despede-se de um génio eterno. Um dos melhores de todos os tempos. Um mágico inigualável. Parte demasiado cedo, mas deixa um legado sem limites e um vazio que jamais será preenchido. Descansa em paz, craque. Nunca serás esquecido.🙏🏽 pic.twitter.com/WTS21uxmdL
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) November 25, 2020