მესიმ და რონალდუმ, შესაძლოა, ერთ გუნდში ითამაშონ
ესპანური გაზეთი El MUndo Deportivo იტყობინება, რომ ერთ-ერთმა საერთაშორისო მარკეტინგულმა კომპანიამ უეფას ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატარება შესთავაზა.
თუ ეს მატჩი გაიმართება, ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპის გუნდები დაუპირისპირდებიან. ჩრდილოეთის გუნდის ღირსებას ინგლისის პრემიერ ლიგაში, გერმანიის ბუნდესლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები დაიცავენ. რაც შეეხება სამხრეთის გუნდს, აქ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, იტალიის სერია A-სა და საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეხბურთელები ითამაშებენ.
გამოდის, რომ სამხრეთის გუნდში კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი ერთად იქნებიან, რაც ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ თავისი იდეა რამდენიმე კლუბს, მათ შორის “ბარსელონას” უკვე წარუდგინა. დიდი ალბათობით, პირველი მატჩი 2017 წელს გაიმართება.