მესი და ვერატი ერთმანეთს გადაეყარნენ: “გადმოხვალ ზაფხულში ჩვენთან?”
“ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გამართული დაპირისპირების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს.
მესიმ დასასვენებლად რამდენიმე დღე ითხოვა და ოჯახთან ერთად საფრანგეთს ეწვია. “სქაი სპორტსის” ჟურნალისტი ალესანდრო ალსიატო წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი პარიზის დისნეილენდში ვერატის გადაეყარა.
მოთამაშეებმა ერთმანეთთან რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს.
“გადმოხვალ ზაფხულში ჩვენთან?” – ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს, თუმცა უცნობია, რომელმა დასვა ეს შეკითხვა.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” დიდი ხანია აკვირდება ვერატის, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას კი მესის გადაბირების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა.