მესი: “გააკეთა “ბარსელონამ” ყველაფერი ნეიმარის დასაბრუნებლად? დარწმუნებული არ ვარ”
“ბარსელონას” არგენტინელმა ლიდერმა, ლეო მესიმ, ნეიმარის არშემდგარ ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, სატრანსფერო ფანჯრის დაწყების წინ ნეიმარმა საჯაროდ განაცხადა, რომ კატალონიაში სურდა დაბრუნება, თუმცა არაფერი გამოვიდა.
“ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ნეიმარი რომ დაბრუნებულიყო ჩვენთან. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რამდენად სცადა “ბარსელონამ” ნეიმარის დაბრუნება და გააკეთა თუ არა ყველაფერი ამისთვის. თუმცა ფაქტია, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკება რთული რამ არსი.
სპორტული თვალსაზრისით, ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მასთან ერთად კლუბმა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ როგორც მოედანზე, ასევე იმიჯისა და სპონსორების კუთხით.
ჩვენ არასოდეს გვითხოვია კლუბისთვის ნეიმარის გადმობირება, უბრალოდ საკუთარი აზრი გამოვთქვით. მე კლუბისგან არასოდეს არაფერი მომითხოვია,” – აცხადებს ლეო მესი.