მესი “კლასიკოს” სკამიდან დაიწყებს
არგენტინელი თავდამსხმელი სრულად გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ლიონელ მესი გუნდთან ერთად ესპანეთის დედაქალაქში გაემგზავრება და მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის სათადრიგოთა სკამზე იქნება.
აღსანიშნავია, რომ “ელ კლასიკო” შაბათს, 21 ნოემბერს, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდება.
შეგახსენებთ, ლიონელ მესი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ ტურში, 26 სექტემბერს, “ლას პალმასის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა.