მესი კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად არ გამოცხადდა
ლიონელ მესი “ბარსელონაში” კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად არ გამოცხადდა, რაც ლა ლიგის პროტოკოლის მიხედვით, იმას ნიშნავს, რომ მას გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება არ აქვს.
პირველი გუნდის ფეხბურთელები კლუბის ბაზაზე მივიდნენ, მათ შორის იყვნენ ლუის სუარესი და არტურო ვიდალი. ამ ორ მოთამაშესაც “ბარსელონას” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.
შეგახსენებთ, რომ მესის “ბარსელონას” დატოვება სურს. მისი შეძენის მთავარ კანდიდატად “მანჩესტერ სიტი” სახელდება.