მესი: “კრიშტიანო რონალდუ მთელ ლა ლიგას დააკლდა”
კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ Fox Sports-ს ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტმა მას შეკითხვები კრიშტიანო რონალდუს შესახებ დაუსვა.
არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამბობს, რომ კრიშტიანო მთელ ლა ლიგას დააკლდა.
– როცა რონალდუ ლა ლიგაში აღარ თამაშობს, დაგაკლდათ თუ არა ის?
– დიახ. მან მადრიდის “რეალი” უფრო მნიშნველოვანი და ძლიერი გუნდი გახადა. სეზონის დასაწყისშიც ვთქვი, რომ “რეალს” ის დააკლდებოდა… ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. როცა ეს ვთქვი, მადრიდში ამ სიტყვებზე გაგიჟდნენ, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა. რონალდუს გუნდიდან წასვლას მსოფლიოს ნებისმიერი გუნდი იგრძნობს. ამ ფეხბურთელს სეზონში 50 გოლი გაჰქონდა და უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. შეიძლება, ითქვას, კრიშტიანო მთელ ლა ლიგას აკლია. როცა ჩემპიონატში საუკეთესო მოთამაშეები გყავს, ტურნირი უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
– ლეო, მასთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
– არა, რადგან ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვაქვს. მხოლოდ მატჩებისას და დაჯილდოვების ცერემონიალებზე ვხვდები.