მესი: “მანჩესტერ სიტის” დატოვება ბევრ ფეხბურთელს მოუნდება”
რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ სიტი” უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორი სეზონიდან მოკვეთა. ამ ამბავს ლეო მესი გამოეხმაურა.
“ძალიან გამიკვირდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. როგორც მახსოვს “პარი სენ-ჟერმენიც” ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ ფინანსური ჯარიმით შემოიფარგლა სასჯელი.
თუ “სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს, ეს მათთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგანაც ამ ტიტულის მოგებაში ძალიან ბევრი თანხაა დახარჯული და ფეხბურთელებისა და კლუბის მთავარ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენდა.
ვფიქრობ, “მანჩესტერ სიტის” დატოვება ბევრ ფეხბურთელს მოუნდება. ჩემპიონთა ლიგა ძალიან მიმზიდველი რამ არის. ორი წელი ამ ტურნირის გარეშე ყოფნა ძალიან რთულია,” – აცხადებს მესი.