მესი: “პანდემიამ ფეხბურთი უარესობისკენ შეცვალა”
კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, ლეო მესიმ, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
– ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე “ბარსელონასა” და ლა ლიგის “ბარსელონას” შორის დიდი სხვაობაა. როგორ ფიქრობთ, შეუძლია გუნდს ორივე ტურნირის მოგება?
– ჩვენ ყველა იმ ტურნირის მოგებას ვაპირებთ, რომელზეც გამოვდივართ. “ბარსელონაში” ყოველთვის ასე ხდება. ჩვენ ნელა ვპროგრესირებთ. მართალია, რომ სეზონი ცუდად დავიწყეთ და ამდენი ქულა არ უნდა დაგვეკარგა.
ვფიქრობ, ჩვენ მეტს ვიმსახურებდით “ალავესთან” და “ხეტაფესთან” მატჩებში, ისევე როგორც “კამპ ნოუზე” გამართულ კლასიკოში. ამ სამ მატჩში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა შექმნილი.
– არსებობს რაიმე ფორმულა, რაც “ბარსელონას” სწორ გზაზე დააყენებს ლა ლიგისთვის ბრძოლაში?
– რამდენიმე მატჩიანი მოგებათა სერია საკმაოდ კარგად დაეტყობა ჩვენ სატურნირო მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება, რადგანაც პანდემიასთან ერთად ყველაფერი უფრო რთულია. სიმართლეა, რომ პანდემიამ ფეხბურთი და ზოგადად ყველაფერი უარობისკენ შეცვალა.