მესი: “რაც რონალდუმ და “იუვენტუსმა” გააკეთეს, შთამბეჭდავია”
კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ “ლიონთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი “იუვენტუსისა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირებაზე გააკეთა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუ შეაქო და ისიც აღნიშნა, რომ ეგონა, “ატლეტიკო” უკეთ ითამაშებდა.
“რაც კრიშტიანო რონალდუმ და “იუვენტუსმა” გააკეთეს, შთამბეჭდავია. მეგონა, რომ “ატლეტიკო” უფრო კარგად ითამაშებდა. რონალდუს ჯადოსნური საღამო ჰქონდა”, – ციტირებს მესის სიტყვებს “მარკა”.
31 წლის ფეხბურთელმა მეოთხედფინალში პოტენციურ მეტოქეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველა გუნდთან თამაში რთული იქნება.
“ყველა მეტოქე რთულია. მაგალითად, “აიაქსმა” დაგვანახა, რომ ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებული საოცარი გუნდია და მათ არავისი ეშინიათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის შევხვდებით, ყველასთან თამაში რთული იქნება. ჩვენ საკუთარი თავები მომდევნო გამოწვევისათვის უნდა მოვამზადოთ”, – განაცხადა მესიმ.