“მესი რომ ადამიანი იყოს…” – 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ციტატები
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე არაერთი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. რამდენიმე ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა საინტერესო განცხადებებიც კი გააკეთეს.
დიეგო მარადონა:
“ბრაზილიის ნაკრები ტურნირის დაწყებიდანვე არ მომწონდა, მაგრამ არც ის მეგონა, რომ გერმანელები ასეთი შთამბეჭდავები, ძლიერები და დამანგრეველი ძალის მფლობელები თუ იქნებოდნენ.”
სუარესის ბებია:
მას შემდეგ, რაც ლუის სუარესი ბებიამ შვილიშვილისთვის მიცემული დისკვალიფიკაციის შესახებ გაიგო, ასეთი რამ თქვა:
“ყველამ იცის, რაც მათ ლუისს გაუკეთეს. მათ უნდოდათ, რომ ჩემს შვილიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ეთამაშა, ეს კი კარგად გამოუვიდათ. მათ სუარესი გარეთ ძაღლივით გააგდეს.”
ჟერომ ვალკე (ფიფას მდივანი):
“სუარესი სამკურნალოდ უნდა წაიყვანონ.”
დიეგო ლუგანო:
“სუარესს სტადიონზე შესვლის, ასევე სასტუმროში თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა აუკრძალეს. ის ოთხი თვის განმავლობაში ვერ იმუშავებს. ჩემი აზრით, ფიფამ ამ გზით ადამიანის უფლება დაარღვია. ვფიქრობ, ასეთ სასჯელს კრიმინალიც კი არ იმსახურებს”
ლუის სუარესი:
“სიმართლე ის არის, რომ ჩემმა კოლეგა ჯორჯო კიელინიმ ფიზიკური ტკივილი მომაყენა, რაზეც ასე ვუპასუხე.”
მარიო ბალოტელი:
“თუ ჩვენ კოსტა რიკას დავამარცხებთ, მაკოცოს ინგლისის დედოფალმა, რა თქმა უნდა, ლოყაზე.”
ლუი ვან გაალი:
“სერხიო რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე.”
ნეიმარი:
“ღმერთმა გადამარჩინა. ინვალიდის სავარძლამდე ცოტა დამაკლდა.”
ხუან სუნიგა:
“არ მინდოდა, რომ ნეიმარისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავდი.”
კარლუშ კეიროში:
“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა – ადამიანი რომ იყოს.”