მესი: “სამპაოლი გადაწყვეტს, მსოფლიო ჩემპიონატზე რომელი თავდამსხმელი ითამაშებს ძირითადში”
არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია. გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე კუნ აგუერომ გაიტანა.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს ლიონელ მესი ესაუბრა. “ბარსას” სუპერვარსკვლავმა ნაკრებში, ფორვარდის რგოლზე გაამახვილა ყურადღება.
“კუნი, პიპა, მაურო, ეს სამი განსხვავებული და სხვადასხვა მხრივ მნიშვნელოვანია თავდამსხმელია. სამივე მათგანს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია გუნდისთვის. მწვრთნელი გადაწყვეტს, რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში.”
“რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველ ტაიმში მშვიდად ვითამაშეთ. ახლა ისე სწრაფად არ ვუტევდით, როგორც ამას ვენესუელასთან და პერუსთან ვაკეთებდით. როცა შანსები გვექმნებოდა, მაინც არ ვავლენდით დიდ აგრესიას და წყნარად ვმოქმედებდით. აქ გამოჩნდა ის განსხვვავება, რომელიც საკვალიფიკაციო და მუნდიალისთვის მოსამზადებელ დაპირისპირებებს შორისაა,” – აცხადებს ლეო.