მესი სუარესს: “გუნდიდან ასე მოსროლას არ იმსახურებდი, მაგრამ აღარაფერი მიკვირს”
“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ლუის სუარესს დაემშვიდობა. არგენტინელამ სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
“უკვე დაწყებული მქონდა წარმოდგენა, როგორი იქნებოდა დღევანდელი დღე, მაგრამ როცა გასახდელში შევედი, ყველაფერი გავაცნობიერე. ის, რომ შენთან ერთად, ყოველდღიურად ერთ მოედანზე ვერ გავალ, რთული იქნება.
ძალიან მოგვენატრები. ერთად ბევრი წელი გავატარეთ, უამრავი ლანჩი, სადილი. ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც არასოდეს დაგვავიწყდება.
უცნაური იქნება შენი სხვა გუნდის მაისურით ხილვა, უფრო უცნაური კი შენ წინააღმდეგ თამაში იქნება. შენ დაიმსახურე ისეთი გაცილება, როგორსაც იმსახურებ. როგორსაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფეხბურთელი იმსახურებს. ის, ვინც გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც ბევრს მიაღწია.
არ იმსახურებდი გუნდიდან ისე მოსროლას, როგორც მათ გააკეთეს. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ აქ უკვე აღარაფერი მიკვირს”, – აცხადებს მესი.