მესი თუ მარადონა – სერ ალექს ფერგიუსონმა საუკეთესო დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის აზრით, ლიონელ მესი დიეგო მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია.
24 იანვარს, 84 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტი ჰიუ მაკილვანი გარდაიცვალა. ფერგიუსონმა მასთან და ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდასთან, გრემ სუნესთან საუბარი გაიხსენა.
“ჰიუ მაკილვანი და გრემ სუნესი მესისა და მარადონას შესახებ კამათობდნენ. სუნესის აზრით, მესი საუკეთესოა, ჰიუს აზრით კი – მარადონა. მე გრემს დავეთანხმე, რომელიც მესის მხარეს იყო. მარადონამ უმაღლეს დონეზე მხოლოდ რამდენიმე წელიწადს ითამაშა”, – ციტირებს ფერგიუსონი სიტყვებს Times-ი.