მესი თუ რონალდუ? – 10 დიდი მწვრთნელის პასუხი

თარიღი: აპრილი 13, 2020

კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა რიგებში არიან. ვინ არის მათ შორის უკეთესი, ამ საკითხზე კამათი ყოველთვის იყო, არის და იქნება.

გთავაზობთ გამორჩეული მწვრთნელების პასუხებს შეკითხვაზე “მესი თუ რონალდუ?”


სერ ალექს ფერგიუსონი – კრიშტიანო რონალდუ

“მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის მათ შორის განსხვავებები თვალსაჩინოა. მესი “ბარსელონას” ფეხბურთელია, რონალდუს კი შეუძლია “სტოკპორტ კაუნთის” რიგებში ჰეთ-თრიქი შეასრულოს. მას ყველაფერი აქვს. ორივე ფეხით დარტყმა შეუძლია, თავით ბრწყინვალედ თამაშობს და ლომივით მამაცია.”

ფაბიო კაპელო – ლიონელ მესი

“მათ შორის დიდი განსხვავებაა. გენიოსი აკეთებს იმას, რასაც ვერავინ წარმოიდგენს. რონალდუ არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ მესი გენიოსია.”

დიეგო სიმეონე – ლიონელ მესი

“თუ მესისა და რონალდუს შორის არჩევანი უნდა გავაკეთო, მაშინ, ალბათ, მესის ავირჩევი. მესი რონალდუზე უკეთესია.”

იურგენ კლოპი – ლიონელ მესი

“ჩემ სმარტფონში მხოლოდ ერთი სელფი მაქვს. ფოტოზე მე და მესი ვართ. იმ ოთახში, სადაც სელფი გადავიღე, რონალდუც იყო.”

ზინედინ ზიდანი – კრიშტიანო რონალდუ

“კრიშტიანო საუკეთესოა. მესი მისი მეტოქეა, მათი დაპირისპირების ნახვა კი ყველას სურს. რონალდუ ფენომენალურია. მის დასახასიათებლად სიტყვები არ მეყოფა. მეც დიდი კარიერა მქონდა, თუმცა ის ბევრად უკეთესია. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.”

ჟოზე მოურინიო – არცერთი

“ვფიქრობ, უსამართლოა, როცა ამბობენ, რომ ამ ორიდან ერთი საუკეთესოა. ისინი განსხვავებულები არიან. მათი შედარება უსამართლობაა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა რონალდუ ჩემ გუნდში თამაშობდა.”

პეპ გვარდიოლა – ლიონელ მესი

“მესი საუკეთესოა. მან იცის, როგორ ითამაშოს, გოლი როგორ გაიტანოს და როგორ ათამაშოს თანაგუნდელები. ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მესი სხვა დონეზეა.”

იოაჰიმ ლიოვი – ლიონელ მესი

“მე მესის ავირჩევ. რონალდუ საოცარი ფეხბურთელი, ძალიან დიდი პროფესიონალი და გოლების მანქანაა, მაგრამ მესი ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა, ვინც კი მინახავს. მესი სეზონში 30-40 საგოლე პასს აკეთებს და 50 გოლი გააქვს.”

არსენ ვენგერი – არცერთი

“მათ შორის რომელიმეს გამორჩევა რთულია. მესი რონალდუზე მეტად კრეატიულია, თუმცა კრიშტიანო საგოლე მომენტების უკეთ დამსრულებელია.”

ვისენტე დელ ბოსკე – ლინელ მესი

“მესი რეგულარულად შთამბეჭდავად თამაშობს, დიდებული ფეხბურთელია. მე მესის ვირჩევ. ის უფრო ბუნებრივ მოთამაშედ მიმაჩნია. რონალდუს არაჩვეულებრივი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები აქვს, თუმცა მე მესის ვირჩევ.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლიოვი “ბუნდესნაკრებში” რჩება

იოახიმ ლიოვი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება და გუნდს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩიხურამ” “დინამო” დაამარცხა და “მერანი” ეროვნული ლიგი

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის “დინამო” 2-0 დაამარცხა. ანგარიში მე-17 [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

უარი მარადონას ხსოვნის პატივმიგებაზე: “ის მოძალადე და პედოფილი იყო”

ესპანური “ვიახეს ინტერიასის” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადონას ხსოვნის პატივმიგებაზე დემონსტრაციულად უარი თქვა. [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინფიცირებიდან ოცი დღის შემდეგ, ხვიჩა კვლავ საქართველოშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის უცნობია...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბიმ კარიერა დაასრულა

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ნახევარმცველმა გაბიმ პროფესიული კარიერა დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ესპანელი მომავალი სეზონიდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ბარტერი მზადდება

იტალიურ ჟურნალ-გაზეთებში აქტიურად იწერებიან “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. Calcio...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი: “ინტერმა” 2006 წელს 250 მილიონი შემოგ

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან “ინტერის” სარფიანი შემოთავაზების დეტალები გაგვანდო. ლაპო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერარა: “დიეგო ანტიგმირი იყო, დაშვებული შეცდომებისთვის პასუხი აგო”

“ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა, ჩირო ფერარამ, დიეგო მარადონაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მარადონა, რომელიც რამდენი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” “სამტრედიას” დაუქამბექა და ჩემპიონობისთვის ბრძოლ

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” მიიღო და 1-2 დამარცხდა. 25-ე წუთზე “დინამო” მამუკა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი ტაბუდადებული სიტყვის გამოყენებისთვის, შესაძლოა, დაისაჯოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, შესაძლოა, რასისტული სიტყვის გამოყენებისთვის დასაჯონ. ინფორმაციას ბრიტანული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დე ბეკმა ტრავმირებული კოჭის ფოტო გამოაქვეყნა სახალისო წარწერით

“მანესტერ იუნაიტედის” ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეეკმა, “საუთჰემპტონთან” მოგებულ მატჩში (2:3) დაზიანება მიიღო....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელებმა გამარჯვება დიეგო მარადონას მიუძღვნეს (ვიდეო)

29 ნოემბერს, არგენტინის ჩემპიონატში “ბოკა ხუნიორსმა” საკუთარ მოედანზე “ნიუელს ოლდ ბოისი” მიიღო და მეტოქე 2:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მიაგო პატივი შოთა არველაძემ დიეგო მარადონას?

შოთა არველაძის საფეხბურთო კუმირი დიეგო მარადონა გახლდათ. სწორედ შოთამ და აჩი არველაძეებმა მოახერხეს თბილისში ჩამოსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი დონარუმას სეივი ფრანკ რიბერის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Let's not forget this INCREDIBLE save by Donnarumma when 1v1 with Ribery.Phenomenal 😳😳😳 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მუნდიალზე გატანილი გოლების რაოდენობით სენეგალის ნაკრების რეკორდსმენი გარდაიცვალა

სენეგალის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაპა ბუბა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა […]...
წაკითხვა