მესი ტიტეს: “მოკეტე!” (ვიდეო)

თარიღი: ნოემბერი 16, 2019

15 ნოემბერს, საუდის არაბეთში ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ლიონელ მესიმ მე-13 წუთზე გაიტანა.

მესის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი ალისონმა მოიგერია, არგენტინელმა კი დამატებაზე გაიტანა.

კამერებმა ბრაზილიელთა მთავარ მწვრთნელ ტიტესა და არგენტინელთა კაპიტანს შორის შელაპარაკების მომენტი დააფიქსირეს. ტიტეს მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე სთხოვეს.

“მე პენალტის ეპიზოდზე უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, მან კი მითხრა: “მოკეტე!” შემდეგ, მეც იგივე ვუთხარი და ყველაფერი ამით დასრულდა”, – ციტირებს ბრაზილიის ნაკრების თავკაცის სიტყვებს globoesporte.



მსგავსი სიახლეები