მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

თარიღი: ივნისი 14, 2020

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში “მალიორკამ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და ანგარიშით 0:4 განადგურდა.

აღნიშნულ შეხვედრაში მორიგი რეკორდი დაამყარა კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ, რომელმაც გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემაც გაიფორმა (დანარჩენი გოლები არტურო ვიდალის, მარტინ ბრეითუეითისა და ჟორდი ალბას ანგარიშზეა). არგენტინელი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში ტურნირში მინიმუმ 20 გოლი აქვს გატანილი.

ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 25 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა. სულ არგენტინელს “ბარსელონას” ფორმით ჩატარებულ 718 შეხვედრაში 627 ბურთი აქვს გატანილი და 265 შედეგიანი პასი გაკეთებული.

გათამაშების სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” 61 ქულით ლიდერობს და ხუთი პუნქტით უსწრებს მადრიდის “რეალს”, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

პრიმერადივიზიონში მესის გოლების რაოდენობა სეზონების მიხედვით:

23 გოლი - 08/09
34 გოლი - 09/10
31 გოლი - 10/11
50 გოლი - 11/12
46 გოლი - 12/13
28 გოლი - 13/14
43 გოლი - 14/15
26 გოლი - 15/16
37 გოლი - 16/17
34 გოლი - 17/18
36 გოლი - 18/19
20 გოლი - 19/20


მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ესპანელი მენეჯერი: “კვარა და მამარდა ქართველობის გამო დაიწუნეს”

ესპანელი მენეჯერი ანტონიო ლოპესი გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” გადასვლაზე საუბრობს. მან მამარდას “ღამურებში” წასვლაში დიდი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 4 ახალი კაპიტანი ეყოლება

კატალონიის “ბარსელონას” ახალ სეზონში 4 ახალი კაპიტანი ეყოლება – ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. “ბარსას” კაპიტანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ახალი კონტრაქტი 1 მილიარდით და ტელეფონის ნომერი ულამაზესი ფანისგან (ვიდეო)

“ბარსელონას” 18 წლის ვუნდერკინდმა გავიმ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Marca: “ვალენსია” მამარდაშვილს ხელფასს 10-ჯერ უზრდის

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი და “ვალენსია” ახალ პირობებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და რამდენიმე დღეში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოან ლაპორტა მამარდაშვილის სანაცვლოდ შეთავაზებას ამზადებს

ესპანური პრესა აქტიურად წერს, რომ კატალონიის “ბარსელონა” გერმანელი გოლკიპერის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელს ეძებს და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მამარდაშვილის ყველა სეივი “ატლეტიკოსთან” (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და რამდენიმე ძალიან მაგარი სეივი გააკეთა. mamardashvili vs […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილის სუპერ სეივი მორატას წინააღმდეგ (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილი მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ საოცრად გამოიყურება და რამდენიმე მაგარი სეივი გააკეთა. მათ შორის, ალვარო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი მიაჩნია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგების შემდგომ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და მადრიდის “რეალიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” და ობამეიანგი პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ლონდონის “ჩელსი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავტოგრაფების დარიგებისას ლევანდოვსკის საათი გასტაცეს

“ბარსელონას” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გაძარცვეს. sport.es-ის ცნობით, 33 წლის პოლონელი ფეხბურთელი საკუთარი ავტომობილიდან ავტოგრაფებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია – 25 მილიონი, მამარდაშვილი – 20, მიქაუტაძე – 5

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები ევროპულ ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნადები არიან. ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული “ვოლფსბერგერიდან” სერია A-ს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “თუ კარიმი წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, დაივიწყოს ეს ჯილდოR

“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მთავარი პრეტენდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს. ფეხბურთელი 2020-2021 წლებ...
წაკითხვა