მესიმ საუკეთესო მწვრთნელები გამოარჩია

თარიღი: დეკემბერი 26, 2020

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ იმ მწვრთნელთაგან, ვისთან ერთადაც ოდესმე უმუშავია, საუკეთესო დაასახელა.

“ხოსეპ გვარდიოლა განსაკუთრებულია, ის მოვლენებს სხვა კუთხით განახებს. მომზადება, ტაქტიკური ინსტრუქციები დაცვასა და შეტევაში – ის ზუსტად ამბობს, როგორი იქნება მატჩი. გამიმართლა, რომ მასთან და ლუის ენრიკესთან ერთად მომიწია მუშაობა. მათ საუკეთესოებად ვთვლი. ისინი დამეხმარნენ, გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი და ბევრი რამ მასწავლეს ტაქტიკური თვალსაზრისით”, – თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” 2008-დან 2012 წლამდე, ხოლო ლუის ენრიკე 2014-დან 2017 წლამდე წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები