მესიმ სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო
სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის: სამ კვირიანი ტრავმის შემდეგ, “ბლაგურნას” ლიდერი, ლიონელ მესი ვარჯიშს დაუბრუნდა. მან დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ არგენტლინელმა ტრავმა წინა თვეში მიიღო, როცა კატალონიელები მადრიდში ადგილობრივ “ატლეტიკოს” უპირიპირდებოდნენ.
დიდი ალბათობით, ლეო 15 ოქტომბერს, კამპ ნოუზე გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწიელობას, სადაც “ბარსელონა” “დეპორტივოს” უმასპინძლებს.