მესიმ ტრავმა მიიღო
კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ზაფხულის დასვენების შემდეგ დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა და ამავე ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო.
ამის გამო, 32 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაემგზავრება. მესი ბარსელონაში დარჩება, სადაც მკურნალობის პროცესს გაივლის.
“ბარსელონა” აშშ-ში 8 და 11 აგვისტოს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ორივე შემთხვევაში ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილები “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან.