მესის დუბლმა “ბარსელონა” “ვალენსიასთან” წაგებას გადაარჩინა (ვიდეო)
ესპანური ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ვალენსია” მიიღო, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ კარგად ათამაშდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და საყაიმო ანგარიშით დასრულდა.
შეხვედრის 24-ე წუთზე “ვალენსიამ” ბწრყინვალე კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც კევინ გამეირომ გოლად აქცია. რამდენიმე წუთში ჩერიშევის საჯარიმოში წაქცევისთვის “ტერ შტეგენის” კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პარეხომ ზუსად შეასრულა.
ორი გოლის გაშვების შემდეგ, “ბარსელონამ” ზეწოლა მაქსიმალურად გააძლიერა, რასაც სემედუზე უხეშობისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოყვა. ბურთთან ლეო მესი მივიდა და ყველაფერი უზადოდ შეასრულა (39′). საბოლოო ანგარიში კი კვლავ არგენტინელმა დააფიქსირა, ამჯერად თამაშიდან გატანილი გოლით (63′) – 2:2.
ასე რომ, “ბარსას” 22 ტურის შემდეგ 50 ქულა უგროვდება და მის უშუალო მეტოქეებს “ატლეტიკოსა” და “რეალს” მასთან სხვაობის შემცირების ბრწყინვალე შანსი ეძლევათ, შესაბამისად სამ და რვა ქულამდე.