მესის კომენტარი ნიგერიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ

თარიღი: ივნისი 27, 2018

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ნიგერიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

“მინდა, ყველა ადამიანს, ვინც აქ ჩვენს საგულშემატკივროდ იმყოფება და მათ, ვინც ახლა არგენტინაშია და ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას, მადლობა გადავუხადო. ვიცოდი, რომ ღმერთი ჩვენთან ერთად იქნებოდა და არ მიგვატოვებდა. გვჯეროდა, რომ ამ შეხვედრას მოვიგებდით. ვფიქრობ, დამსახურებული მოგება იყო”, – ციტირებს მესის სიტყვებს “მარკა”.

მსგავსი სიახლეები