მესის მარადონას პატივსაცემად “ნაპოლიში” გადასვლა ურჩიეს
კევინ-პრინც ბოატენგმა, რომელიც ბალოტელისთან ერთად “მონცას” ღირსებას იცავს, ლეო მესის კარიერის ნეაპოლში გაგრძელება ურჩია.
“მესისა და მარადონას ხშირად ადარებენ ერთმანეთს, ამიტომაც მსურს, რომ პირადად შევთავაზო მესის რაღაც.
მას შემდეგ, რაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურება, “ნაპოლიში” უნდა გადავიდეს. შესანიშნავი იქნება, თუ მესი თავად დაურეკავს დე ლაურენტისს და ეტყვის – “მოვდივარ. მინდა პატივი ვცე მარადონას 10-ნომრიან მაისურს და თქვენ გუნდში ერთი-ორი წლით ვითამაშო, გულით და არა თანხით.”
და თუ ასეთ შემთხვევაში ჩემპიონატის მოგებასაც შეძლებს, ეს იქნება აპოთეოზი, ფილმის გადასაღებად შესანიშნავი ისტორია. მე რომ მის ადგილას ვიყო, აუცილებლად დავფიქრდებოდი ამაზე. მას უკვე ყველაფერი აქვს მოგებული და ლეგენდარული კარიერის ამგვარად დასრულება, წარმოუდგენლად კარგი იქნებოდა,” – აცხადებს ბოატენგი.