მესის რეკორდი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ

თარიღი: აპრილი 17, 2019

კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” განადგურება შეძლო, რაც პირველ რიგში მათი არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლეო მესის, დამსახურება გახლავთ.

ლეო მესიმ აღნიშნულ მატჩში დუბლის გაფორმება შეძლო. შედეგად, მას ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 32 მატჩში გატანილი 24 გოლი უგროვდება, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

ცხრა შემთხვევაში მესიმ “არსენალს” გაუტანა, ექვსჯერ – “მანჩესტერ სიტის”, ოთხჯერ – “იუნაიტედს”, სამჯერ “ჩელსის” და ორჯერ “ტოტენჰემს”.

მსგავსი სიახლეები