მესის სამქუალიანი
არგენტინის ნაკრებმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შესძლო ირანის დამარცხება.
არგენტინელებმა მეორე მატჩშიც ვერ შესძლეს დამაჯერებელი და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება, თუმცა კვლავ სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
ამ ფორმაციის ნიგერიის ნაკრები საკუთარ არც თუ ისე ძლიერ კონფერაციის მატჩშებშიც კი დაცვიდან თამაშობდა და არც არგეტინელებისთვის უდნა ყოფილიყო მოულოდნელი მათი დაცვითი სტილი.
ალბისელესტემ ბურთზე კონტროლი საკამაოდ იოლად მოიპოვა. შესაძლოა, ამ ფაქტორმა ისინი მოადუნა კიდეც. არგენიტინას შეტევის დასაწყისში არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებოდა. ირანელები მოედნის ცენტრთან თუ შეხვდებოდნენ მეტოქეს. ასეთ თამაშში მესის და კომპანიას სისწრაფე და მობილურობა მოეთხოვებოდა, რაც გუშინდელ შეხვედრაში არ იყო.
არგენტინელები ხვდებოდნენ, რომ აქცენტი სხვა რამეზე იყო გადასატან და მეტოქეს ხიფათს სტანდარტებიდან უქმნიდნენ, სადაც ფერნანდესი, გარაი და როხო აქტიურობდნენ. სწორედ ამ უკანასკნელ ჰქონდა შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, თუმცა ირანელთა გოლკიპერმა, რომელმაც საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა, არგენტინელს გატანის საშუალება არ მისცა.
მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა. არგენტინა კიდევ უფრო მეტად გაიხსნა, რამაც მატჩის ბოლოს ირანელებს კონტრშეტევების საშუალება მისცა, თუმცა დაღლილობამ და რომეროს კარგმა თამაშმა არგენტინელები სირცხვილისგან იხსნა.
და ბოლოს, როდესაც ნულოვან ფრეს ყველა შეეგუა, არგენტინას სიხარული ლეო მესიმ მოუტანა. კაპიტანმა მეტოქე მოატყუა, დაზღვევაზე მომავალ ფეხბურთელს დაასწრო და საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში გაისროლა – 1:0.
გოლი: მესი 90+1