მესუთ იოზილი: “ამასთან შეგუება მიწევს”
მესუთ იოზილმა მის ამჟამინდელ კარიერაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მიუხედავად პოზიციის ცვლილებისა, გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილია.
“აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი სამუშაოს შესრულებისას ასი პროცენტით ვიხარჯები ხოლმე. ვცდილობ, მოედანზე ყველაფერი დავტოვო. ჩემთვის ფეხბურთში მთავარი ეს არის. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი საქმით დიდი სიამოვნებას ვიღებ. რა მოხდება მომავალში, ამას მალე ვიხილავთ.”
“ყველაზე კარგად, მოედანზე ჩემი თავის შესაძლებლობები მე ვიცი. ყველა ხვდება, რომ საყვარელი პოზიცია გამთამაშებლის ადგილია. თუმცა, ბოლო ხანებში მწვრთნელი მარჯვენა ფლანგზე მათამაშებს. ამასთან შეგუება მიწევს და ვცდილობ, სწორედ აქ გამოვავლინო დადებითი თვისებები,” – აცხადებს იოზილი.