მესუთ იოზილმა მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ლონდონის “არსენალის” შემტევმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
31 წლის ფეხბურთელს მსოფლიოს ოცნების თერთმეტეულის დასახელება სთხოვეს. იოზილმა სიმბოლურ ნაკრებში ის მოთამაშეები შეიყვანა, ვისთან ერთადაც სხვადასხვა დროს თამაშობდა.
შეგახსენებთ, იოზილი კარიერის განმავლობაში “შალკეს”, “ვერდერის”, მადრიდის “რეალისა” და გერმანიიის ნაკრების ღირსებას იცავდა.
მეკარე: იკერ კასილასი;
მცველები: ფილიპ ლამი, სერხიო რამოსი, ჟერომ ბოატენგი, მარსელო;
ნახევარმცველები: ალონსო, კასორლა, დი მარია, კაკა, რონალდუ;
თავდამსხმელი: ბენზემა.
Casillas
Lahm – Ramos – Boateng – Marcelo
Xabi Alonso – Cazorla
Di Maria – Kaka – C. Ronaldo
Benzema#AskMesut #BestXI https://t.co/Mzyxf9rJWN
— Mesut Özil (@MesutOzil1088) September 9, 2020