მეტალურგი 0:2 დინამო
დღეს რუსთავში საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მეტალურგმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი მალხაზ ჟვანიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა თბილისელებმა ვერ მოახერხეს ანგარიშის გახსნა. მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა და ორივე კართან შეიქმნა სახიფათო მომენტები. 71- ე წუთზე მოედნის ცენტრში ვუოსა და ჩისკოს აქტიურობის შედეგად მეტალურგის ფეხბურთელებმა დაკარგეს ბურთი, რასაც დაახლოებით 40 მეტრიდან ჩისკოს შესანიშნავი დარტყმა მოყვა, რომელიც შერმადინის კარში ულამაზესი გოლით დაგვირგვინდა. ცოტახანში მეტალურგის ფეხბურთელებმა გაუშვეს ხელიდან რეალური შანსი. მატჩის ბოლო წუთზე დინამოელებმა ზედიზედ ორჯერ გაითამაშეს კუთხური, რომელსაც მეორე გოლი მოყვა რუსთაველთა კარში. საფინალო ანგარიშის ავტორი- ირაკლი ძარია გახდა.
საპასუხო შეხვედრა დინამო არენაზე 20 მარტს გაიმართება.
მალხაზ ჟვანია: ვულოცავ ჩვენს ქომაგს გამარჯვებას. მართალია ეს შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა წინ კიდევ მეორე შეხვედრაა. პირველი თამაში იყო სეზონში და გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა. თამაშიც მძიმედ წარიმართა, რასაც მოედანმაც დაასვა დაღი.
ვარლამ კილასონია: მივულოცავ დინამოს. მართალია საპასუხო თამაშიც დარჩენილია, თუმცა მეტოქეს უკვე დიდი უპირატესობა აქვს. ჩემი გუნდი არ იმსახურებდა ამ ანგარიშს. უკეთ ჩავატარეთ მეორე ტაიმი, მაგრამ ოსტატობამ თავისი გააკეთა. ოსტატობამ, რომელიც ზუსტად აკლია ჩემს გუნდს.
მეტალურგი 0:2 დინამო
გოლი: 0:1 ჩისკო 71’ 0:2 ძარია 90+3’
გაფრთხილება: სეთურიძე 53’ იანსე 87’
მეტალურგი: ბედიაშვილი (შერმადინი 40), დობროვოლსკი, ჩირგაძე, სეთურიძე, ქავთარაძე, მახვილაძე, ჩიმაკაძე (ვასაძე 65), საჯაია, კილასონია, ტვილდიანი (გოგინაშვილი 84), გიგაური
დინამო: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ცინცაძე, ჯანელიძე (გორგიაშვილი 60), მერებაშვილი (გლიშიჩი 80), კვირკველია, გოგა (ვუო 60), იანსე, ჩისკო, გველესიანი, ძარია
მსაჯი: გიორგი ვადაჩკორია
მეტალურგი 0:2 დინამო
fcdinamo.ge