„მეტალურგი“ თურქეთში 22 ფეხბურთელით გაემგზავრება
რუსთავის „მეტალურგი“ 2013/2014 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. რუსთაველი ფეხბურთელები ანტალიაში 1 თებერვალს გაემგზავრებიან, სადაც 12 დღე დაჰყოფენ. მეტალურგი თურქულ შეკრებაზე 22 ფეხბურთელით გაემგზავრება.
ვარლამ კილასონიას გადაწყვეტილებით თურქეთში გაემგზავრებიან:
გრიგოლ ბედიაშვილი, კონსტანტინე სეფიაშვილი, შალვა ექვთიმიშვილი, დავით საჯაია, თედო კაკულია, მიხეილ მახვილაძე, ვარლამ კილასონია, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ქავთარაძე, მერაბ გიგაური, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი სეთურიძე, ირაკლი გოგინაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი ჩირგაძე, ბესიკ ჩიმაკაძე, მამუკა ტორონჯაძე, აკაკი კაკაშვილი, გიორგი კილასონია, დათო ლომაია, დენის დობროვოლსკი, არჩილ ტვილდიანი
დაგეგმილია ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარება. 6 თებერვალს „მეტალურგი“ თურქმენეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება, 9-ში კი რუმინეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე „ტარგუ მულეშ“ დაუირისპირდება. ორი სპარინგ მეტოქის ვინაობა ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება