„მეტალურგმა“ დამაჯერებლად მოიგო

თარიღი: ნოემბერი 17, 2014

საქართველოს დ.ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის, პირველ შეხვედრაში, ს.კ.“ზუგდიდმა“, „ბაიას“ ბაზაზე, რუსთავის „მეტალურგს“ უმასპინძლა და მასპინძლები საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ. სტუმრებმა პირველი ხიფათი 2-ე წუთზე შექმნეს და ზუგდიდელთა კიპერს, რევაზ თევდორაძეს, რომ არ ემარჯვა გელაშვილი ანგარიშს გახსნიდა. მასპინძლებმა იმავე წუთს შეუტიეს და უკვე ყურადღების ცენტრში, რუსთაველთა მეკარე ბედიაშვილი მოექცა, რომელმაც ლაშა ღონღაძის ახლო თავური მოიგერია. ქვემოქართლელებმა სწრაფი გოლი მაინც გაიტანეს. 9-ე წუთზე სტუმართა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო და სტუმრებმა ბურთი მეტოქის კარის ბაქანთან ჩაჰკიდეს, ყველას ქავთარაძემ დაასწრო და თავური დარტყმით  საკუთარი გუნდი დააწინაურა.

19-ე წუთზე სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ – ლევან წურწუმიამ კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, ირაკლი ეხვაიამ ყველას დაასწრო და თავურით სახიფათოდ მოჭრა, ბურთი კი აკაკი ფარჯიკიას მიუვიდა და მისი დარტყმული კარის ჩარჩოს, მცირედით ასცდა.  22-ე წუთზე რუსთაველებმა ანგარიში გააორმაგეს. გოლი დავით გელაშვილის ანგარიშზეა. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა და ეს მეორე ტაიმშიც შენარჩუნდა. მასპინძლებმა შედეგის შეცვლა ვერაფრით მოახერხეს და ქვემოქართლელებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. სტუმრები ამ შედეგით, მეოთხედფინალის საგზურს მიუახლოვდნენ.

 

ზუგდიდი – მეტალურგი 0:2     

ზუგდიდი, „ბაიას“ ბაზა, 17 ოქტომბერი.

გოლი: ქავთარაძე (9), დ.გელაშვილი (22)

ზუგდიდი: თევდორაძე, რიგვავა (ნ.ქირია 76), მირცხულავა, ღონღაძე, აკობია, ტყემალაძე, დ.ქირია (გულორდავა 56), წურწუმია, ლომია, ფარჯიკია (კუკავა 62), ეხვაია

სათადარიგოები: დევაძე, ქურდაძე, გვაზავა, კობერიძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, ხიზანეიშვილი, ნარიმანიძე, ქავთარაძე, ცნობილაძე, კაკაშვილი, დ.გელაშვილი (გაბაშვილი 63), კიტეიშვილი, კილასონია (ვასაძე 84), ჯოხაძე (გოცაძე 82), მიქაუტაძე

fczugdidi.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი ლეგიონერი “გენტში” გადავიდა

ბათუმის “დინამოს” 18 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ვინისიუს ჯუნიორი კარიერას ბელგიურ “გენტში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაშლილი ფეხით მეტოქეზე – მსაჯმა რონალდუს წითელი ბარათი არ უჩვენა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში “სასუოლოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პორტუ” პორტუგალიის ჩემპიონია

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “პორტუმ” ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. გუნდმა 32-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დევიდ ბექჰემი თავის გუნდში არტურო ვიდალს უხმობს

“ბარსელონას” ნახევარმცველ არტურო ვიდალს ოკეანის გაღმა ეპატიჟებიან. “დონ ბალონი” იუწყება, რომ ჩილელი ფეხბურთელით MLS-ის დებიუტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან გეგეჭკორმა მძიმე ტრავმა მიიღო

ბათუმის “დინამოს” მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა ფოთის “კოლხეთთან” 0-1 წაგებულ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია, როდის დააჯილდოებენ “ლივერპულს”

“ლივერპულმა” ინგლისის ჩემპიონის წოდება რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა, თუმცა დაჯილდოების ცერემონია უკანასკნელი საშინაო მატჩის შემდეგ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი უილსონის სიმულიანტობა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Bournemouth players cheating again? Imagine my shock. Awful dive from Harry Wilson pic.twitter.com/UrmwI37iAe […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ხარაიშვილმა “ჰელსინგბორგს” გაუტანა (ვიდეო)

Sargon Abraham med en magisk framspelning när IFK Göteborg tar ledningen pic.twitter.com/l6dFcjstrw — Dplay Sport […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუთი ცვლილების განხორციელების უფლება მომდევნო სეზონშიც იმოქმედებს

მატჩის განმავლობაში ხუთი ცვლილების განხორციელების უფლება ძალაში რჩება. საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს (IFAB) გადაწყვეტილებით, ხუთი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერგო კუხიანიძის უძლიერესი გასროლა და “სამგურალი” “სიონთან” 95-ე წ

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი ბოლნისის “სიონსა” და წყალტუბოს “სამგურალს” შორის ფრედ, 2:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისა და დასრულების თარიღი ცნობილია!

ფიფამ 2022 წელს ყატარში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისა და დასრულების თარიღები დაასახელა. ცნობილი გახდა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა”, შესაძლოა, კრისტიან ერიქსენი გაყიდოს

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერმა”, შესაძლოა, ამ ზაფხულს კრისტიან ერიქსენი გაყიდოს, თუ კლუბი მის სანაცვლოდ […]...
წაკითხვა