მეტალურგმა მცხეთაში მოიგო
დღეს, “მცხეთა პარკზე” უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის ფარგლებში “ვიტ ჯორჯიას” რუსთავის “მეტალურგი” ესტუმრა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
სტუმრებმა აგრესიულად დაიწყეს და ანგარიში მატჩის დეიუტში, მე-6 წუთზე გახსნეს. შეროზიასთან პირისპირ გასულ გელაშვილს გატანა არ გასჭირვებია – 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ “ვეტერინარები” გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტიც შემქნეს, თუმცა გატანასთან ახლოს უფრო რუსთეველები იყვნენ. მეკარესთან პირისპირ კვლავ გელაშვილი გავიდა და მეტოქის კარს მცირე მანძილით ააცილა. მაგრამ, რუსთაველმა ფორვარდმა საკუთარი შეცდომა რამდენიმე წუთში გამოასწორა და 39-ე წუთზე მეორედ დალაშქრა შეროზიას კარი.
მეორე ნახევარში რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე გააკეთეს აქცენტი. ტერიტორიული უპირატესობა “ვიტ ჯორჯიამ” მოიპოვა, თუმცა ხიფათის შექმნა ბერიძის შეგირდებმა თამაშის ბოლომდე პრაქტიკულად ვერ მოახერხეს. “მეტალურგმა” კი რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა. საერთო ჯამში მეორე ნახევარი საკმოდ მოსაწყენი გამოდგა.
საბოლოოდ პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგი საფინალო აღმოჩნდა. რუსთაველებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს, “ვიტ ჯორჯიას” მოუგებელი სერია ჩემპიონატის თამაშებში კი უკვე 7 შეხვედრას ითვლის.
ვიტ ჯორჯია 0-2 მეტალურგი
გოლები: გელაშვილი 7′ ; 39′
ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, კალანდია, მაისურაძე, დავლაშელიძე, გახარია, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე, საბაძე.
სათადარიგეობი: ჩალიგავა, დანელია, ჩიტიშვილი, ხვისტანი, დემეტრაშვილი, ლეანიძე, კუხალეიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
მეტალურგი: ბედიაშვილი, ქავთარაძე, ჯოხაძე, ნარიმანიძე, კილასონია, კაკაშვილი, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, გელაშვილი, ცნობილაძე, ექვთიმიშვილი.
სათადარიგოები: ბეგიაშვილი, სიხარულიძე, ბიწკინაშვილი, ვასაძე, ტორონჯაძე, მჭედლიშვილი, ალავერდაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები