WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (241383) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“მეტალურგმა” წლის პირველი ქულა მოიპოვა

თარიღი: მარტი 14, 2015

დღეს, რუსთავის “ფოლადზე” უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა შედგა. ადგილობრივმა “მეტალურგმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და მნიშნელოვანი ქულაც მოიპოვა.

მატჩი საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო და პირველი დარტყმა მხოლოდ მე-12 წუთზე ვიხილეთ. საჩხერელი კორიფაძის მცდელობა ბედიაშვილის იოლი ნადავლი გახდა. სამ წუთში სტუმრებმა კვლავ შეუტიეს. ფლანგიდან დეკანოიძის გარღვევას მისი სახიფათო გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, რომელიც კვლავ ბედიაშვილმა ჩაჭრა.

21-ე წუთზე რუსთაველთა ჯერიც დადგა. მარცხენა ფლანგზე ჯოხაძემ იაქტიურა, მეურვე ლამაზი მოძრაობით ჩამოიცილა და ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. 25-ე წუთზე გატანის შანსი სარიშვილს ჰქონდა, რომელმაც ხეირიანად ვერ დაარტყა და მეტოქეს კონტრშეტევის შანსი მისცა. მოედნის ცენტრიდან ბურთი მუმაძემ წამოიღო და მარცხენა ფლანგზე ტროიანოვსკის გადააწოდა. უკრაინელ ლეგიონერბს საგოლე პასის შესრულება ხიზანეიშვილმა არ დააცალა, რომელამც პასი ჩაჭრა და ვითარების განმუხტვა ბურთის კუთხურზე მოგერიებით შეძლო. ტაიმის ბოლოს “ჩიხურამ” მაინც გაიტანა, მაგრამ მუმლაძემ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან შეაგდო და კარის აღებაც არ დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ რუსთაველებმა აქტიურად დაიწყეს. 59-ე წუთზე ბერუაშვილის შორეული და ძლიერი დარტყმა ქვილითაიამ გაჭირვებით კუთხურზე მოიგერია. სტანდარტს ხიფათი და კიდევ ერთი კუთხური მოჰყვა, რაც კვლავ ბერუაშვილის შორეული, მაგრამ ამჯერად უკვე არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

ამ ეპიზოდის შემდეგ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ფრუიძის გუნდმა მოიპოვა. მე-60 წუთზე მუმლაძემ ფაქტობრივად 2-3 მეტრიდან ააცილა ბედიაშვილის კარს, 3 წუთში რუსთაველთა მეკარემ პირისპირ გასულ კუჭუხიძეს არ გაატანინა, ხოლო 65-ე წუთზე ევგენი ლუბჩაკს შეეძლო გატანა, თუმცა საჩხერელთა უკრაინელი მცველის თავური კარს მცირე მანძილით ასცდა.

მატჩის მსვლელობა ბოლო წუთებამდე არ იცვლებოდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი გუნდებმა ორი ძალიან სახიფათო მომენტი გაცვალეს. ჯერ რუსთაველებს შეეძლოთ გატანა, თუმცა ჯოხაძის პასის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა სტეფნიაშვილმა ააცილა. შემდეგ კი ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა კვლავ კუჭუხიძეს მიეცა, რომლის დარტყმულსაც მასპინძელთა მცველები გადაეღობნენ და შეხვედრაც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

“მეტალურგისთვის” დღევანდელი ქულა უმაღლესი ლგისი მეორე ეტაპზე პირველი აღმოჩნდა. “ჩიხურა” კი უკვე ზედიზედ სამი ტურის მოგებას ვერ ახერხებს.

მეტალურგი 0-0 ჩიხურა

მეტალურგი: ბედიაშვილი, ხიზანეიშვილი (ციცქიშვილი 64′), კილასონია (სტეფნიაშვილი 73′), მიქაბერიძე, სარიშვილი (გუჯაბიძე 71′), ნოზაძე, ბერუაშვილი, ჯოხაძე, ნარიმანიძე, ბარამიძე, ბარაბაძე. 

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, განუგრავა, მანჯგალაძე (კუჭუხიძე 46′), მუმლაძე, დეკანოიძე, კორიფაძე, ტროიანოვსკი (სარდალიშვილი 46′), დობროვილსკი, ჭელიძე, კაშია. 

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე



მსგავსი სიახლეები