,,მგზავრებმა” და ,,ოლიმპმა” იოლი გამარჯვებები მოიპოვეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: დეკემბერი 2, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ 2 შეხვედრას  საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.

დღის პირველ მატჩში ,,მგზავრები-არმიამ’’ ყოველგვარი გართულებების გარეშე დიდი სხვაობით – 104:49 დაამარცხა ,,მაქაბი’’ და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა დიდ შესვენებაზე არმიელები უკვე 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. არადა, პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ,,მგზავრებს’’ მინიმალური უპირატესობა ჰქონდათ – 21:20. მეორე მეოთხედიდან კი ბოლქვაძის, სანაძის, გოგალაძის და ზაქრაძის შედეგიანი თამაშის წყალობით ,,მგზავრები-არმიამ’’ სერიოზული ლიდერობა მოიპოვა.

მეორე ნახევარში თამაშს აზრი დაეკარგა, მგზავრებიდან ყველას მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. მატჩის ბოლო ხუთწუთეულში ,,მგზავრებმა’’ ,,მაქაბს’’ 27:0 (!) გაქცევა მოუწყო და გამანადგურებელი ანგარიშით – 104:49 იმარჯვა.

გამარჯვებულებს 23ქულით სანდრო სანაძემ ულიდერა, 17 ქულა მიითვალა ლევან გოგალაძე, ლუკა ზაქრაძეს კი 13 ქულა დაუგროვდა.

,,მაქაბის’’ რიგებში თამაშის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა დავით ქარციძემ – 18ქულა, 12მოხსნა, მაიზერ რევაზაშვილმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მაქაბი – მგზავრები-არმია 49:104

მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ძალიან კარგად იასპარეზეს და ყველაფერი სწორად გააკეთეს. რაც შეეხება ჩემს გუნდს, არც ერთ მოთამაშეს არ წაუვიდა თამაში და ვერ მოვახერხე გუნდის დალაგება, ბიჭები არ იყვნენ მზად იმ პრესინგისთვის გაეძლოთ, რასაც მოწინააღმდეგე თამაშობდა. ამიტომ, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

დიმიტრი ჟაკობოვი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მოწინააღმდეგეს თამაშისთვის და მივულოცო ჩემს გუნდს, რომელმაც მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ. რაც მთავარია, ბიჭებმა გამოავლინეს საქმის მიმართ სერიოზული მიდგომა, ძალიან კარგად იასპარეზეს დაცვაში. თამაში დიდი მოტივაციით და კონცენტრაციით დავიწყეთ. დაცვაში საკმაოდ მტკიცედ და აგრესიულად ვითამაშეთ და მეტოქის მოთამაშეებს არ ვაძლევდით ზუსტი შეტევების განხორციელების საშუალებას, განსაკუთრებით, ,,მაქაბის’’ ლიდერს, მაიზერ რევაზაშვილს. ამან საშუალება მოგვცა შეტევაში უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად გვეასპარეზა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ბიჭებს და მადლობას ვეუბნები ენთუზიაზმის, თავდადების და შრომისმოყვარეობისთვის. ეს გამარჯვება უკვე წარსულია, მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, რომელშიც ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს. თამაშს აუცილებლად მეტოქის მიმართ პატივისცემით და დიდი პასუხისმგებლობით მივუდგებით.

 

მეორე შეხვედრა შედარებით საინტერესო გამოდგა, თუმცა  ეს უფრო მატჩის პირველ ნახევარზე ითქმის.  ,,ოლიმპმა 88:65 დაამარცხა ,,აკადემია’’, რომელსაც აქამდე ჩატარებული არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

პირველ პერიოდში მცირე უპირატესობას აკადემიელები ფლობდნენ, თუმცა ოლიმპელებმა მათ გაქცევის საშუალება არ მისცეს და ,,აკადემიამ’’ მეოთხედი მხოლოდ 3-ქულით – 21:18 მოიგო. მეორე პერიოდში კვლავ თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა და ტაიმის მიწურულს სხვაობა არ შეცვლილა – 39:36.

მეორე ნახევარში ,,ოლიმპმა’’ ბევრად სწრაფი,ზუსტი და ეფექტური თამაში აჩვენა, გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, როცა აბულაძის, პულუზაშვილის და გამრეკლიძის ლიდერობით ოლიმპელებმა ,,აკადემიას’’ 19:0 გაქცევა მოუწყვეს და 57:43 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ,,ოლიმპს’’ მეტოქისთვის წინ გასვლის საშუალება აღარ მიუცია, ვითარება არც ბოლო ათწუთეულში დაძაბულა, პირიქით,  ,,აკადემია’’ 20 ქულით ჩამორჩა და თამაშის გადარჩენის ყველა შანსი დაკარგა. ,,ოლიმპი’’ მშვიდად მივიდა სეზონის მე-3 გამარჯვებამდე.

,,ოლიმპი’’ მომდევნო შეხვედრას ხვალ, აკადემიის დარბაზში ,,სოხუმის’’ წინააღმდეგ 13:30 წუთზე გამართავს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

აკადემია – ოლიმპი  65:88

ლევან ქარაბაკი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,აკადემია’’ ერთ-ერთი ყველაზე შეთამაშებული გუნდია, ბავშვობიდან ერთად მოდიან და პირველი ორი პერიოდი ძალიან გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, მეორე ნახევარში მოვახერხეთ კონცენტრირება, ინდივიდუალიზმის და მაღალი მოთამაშეების ხარჯზე უპირატესობა მოვიპოვეთ და გავიმარჯვეთ. ხვალაც საკმაოდ დაძაბული თამაში გვაქვს და ვეცდებით, მომზადებულები შევხვდეთ.

ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მწვრთნელი):  მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს. პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, თუმცა შემდეგ ,,ოლიმპი’’ ძალიან კარგად ათამაშდა, იგრძნეს თამაში და ჩვენც ძალები აღარ გვეყო. შევეცდებით ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და გავაანალიზოთ. ვფიქრობ, არ ვართ უშანსოდ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც ,,ოლიმპია’’.

http://u-20.ge/

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოეხმაურა ჯიმი ბატლერი გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას (ფოტო)

16 მაისს გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ბუნდესლიგა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან პირველია, რომელმაც კორონავირუსის ეპოქაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანასტასია სიდორაკი – ულამაზესი კალათბურთელი უკრაინიდან (ფოტო)

ანასტასია სიდორაკი უკრაინელი კალათბურთელია, რომელიც “ფრანკოვსკას” რიგებში თამაშობს. იხილეთ მისი ფოტოები...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “რეალში” ტრანსფერს უახლოვდება

ესპანური გამოცემები ბოლო დროს აქტიურად იწერებიან “ბასკონიას” ქართველი ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას, შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ქართველი...
წაკითხვა
კალათბურთი

ტონი პარკერი 2023 წელს ფრანგული საფეხბურთო გრანდის პრეზიდენტი გახდება

“სან-ანტონიო სპურსისა” და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ ტონი პარკერს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. როგორც […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვან დეიკი ლებრონ ჯეიმსის პოსტს გამოეხმაურა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილი სპორტსმენები მძიმე ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ (ფოტო)

რონალდო (ფეხბურთელი) რაიან მეისონი (ფეხბურთელი) ლინდსი ვონი (სამთო მოთხილამურე) ანხელ კორეა (ფეხბურთელი) ხუანფრანი (ფეხბურთელი) ფელიპე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ფაჩულია ბითაძეს: “შენ ამას 100 წელი არ იტყვი, ამიტომ შენ მაგივრად მე ვიტყვი…&#

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ის ვარსკვლავს, “ბრუკლინ ნეტსის” კალათბურთელ კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 31 წლის სპორტსმენი “ბრუკლინ ნეტსის” იმ...
წაკითხვა