მიჩელ სალგადო: “ერთი ტიტული ბოლო ათ წელიწადში? “რეალს” ჩემპიონობა სჭირდება”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მიჩელ სალგადომ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სრული ბედნიერებისათვის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება არ კმარა და რომ “რეალმა” საშინაო ჩემპიონატის მოგებაზეც უნდა იზრუნოს.
“ზიდანს შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ლა ლიგის მოგებაც, რაც ჩვენ ნამდვილად გვაკლია.
ბოლო ათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ ჩემპიონატი და ვთვლი, რომ მიმდინარე სეზონში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იქნება.
ერთია, როდესაც ევროპაში წარმატებული ხარ, მაგრამ საშინაო ასპარეზზეც საჭიროა პირველობა, ჩვენი ფანები ამას იმსახურებენ,” – აცხადებს მიჩელ სალგადო.