მიჰაილოვიჩი: „ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს“
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა „ტორინოსთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაჯამა.
„ჯამში, საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ, რატომაც გავჩერდით. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ გატანილი გოლი ჩვენში ნერვიულობას იწყებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავუშვით, კვლავ წინ წავედით. ეს ფსიქოლოგიასთან არსებულ პრობლემებზე მეტყველებს. ყოველი თამაშის შემდეგ ერთი და იგივე სიტყვების განმეორება მიწევს. ვიფქრობ, დღეს ორი ქულა დავკარგეთ“, – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.