“მიიღეთ ბოსტნეული და ნუ შეჭამთ ბევრ კტბილეულს!” – რონალდუ გულშემატკივრებს მიმართავს
ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ გულშემატკივრებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვისაკენ მოუწოდა.
როგორც იცით, კრიშტიანოს კორონავისური დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. პორტუგალიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში პირდაპირ ეთერში ჩაერთო და გულშემატკივრებს რამდენიმე რჩევა მისცა.
“მზე ძალიან მეხმარება. ბევრი ადამიანი ამას ვერ ხვდება, მაგრამ ეს ძალიან სასარგებლოა. როცა შანსი მეძლევა, მზის აბაზანას ვიღებ. ტურინში ამის გაკეთება რთულია, მაგრამ ვცდილობ მზის სინათლეზე 20-30 წუთი გავატარო ხოლმე.
უნდა გქონდეთ მაღალი C და D ვიტამინი, სელენი, ომეგა 3, უნდა იკვებოთ კარგად და სწორად… და, ივარჯიშოთ. ფეხით სიარულიც მნიშვნელოვანია. საჭიროა კარგი ძილი. ღამით კარგი ძილი საუკეთესო რამაა. საბედნიეროდ, ღამით კარგად მძინავს, ეს აუცილებელია.
იკვებეთ კარგად, მიიღეთ ბევრი ბოსტნეული, მცენარე და ნუ შეჭამთ ბევრ ტკბილეულს – ეს ყველაფერი ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ”, – თქვა რონალდუმ.