მიკ მაკკარტი: ” საქართველოს ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილნი “
ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ, საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერესო თემას შეეხო.
“ჩვენ საქართველოს ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილები. დანიასთან მატჩს ვუყურებდით და ძალიან გაგვაოცა ქართველების თამაშმა. ბოლოსკენ გამარჯვებაც დამსახურებული იქნებოდა საქართველოსთვის. ასე რომ, გარანტირებული არაფერი გვაქვს.
რა თქმა უნდა, ხვალინდელ შემადგენლობას ვერ გაგანდობთ. თუმცა ფაქტია, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამორამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გუნდს დიდად არ დაეტყობა და შემცვლელები სიცარიელეს მაქსიმალურად შეავსებენ.
ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ბრწყინვალე შედეგი იქნება ჩვენთვის და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ შვეიცარიის ნაკრებზე ფიქრს,” – აცხადებს მიკ მაკკარტი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მონაწილეობით ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 17:00 საათზე აიღებს სტარტს.