მიკ მაკკარტი: “ჩვენთვის ეს ქულა მოპოვებული ქულაა”
ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“საქართველოს ნაკრები ძალიან კარგია გუნდია. ერთი ქულა ჩვენთვის ნამდვილად მოპოვებული ქულაა. შეგვეძლო დაცვაში უკეთესად გვეთამაშა. საქართველოს ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მეკარეს პრობლემები არ შექმნია. წინასწარ რომ შემოგეთავაზებინათ ოთხი ქულა საქართველოსთან, უარს არ ვიტყოდი.
ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაში გარანტირებული აქვს, ამიტომ თავისუფლად თამაშობდა, ჩვენ კი წნეხის ქვეშ თამაში გვიწევდა.
ვფიქრობ, ჩვენ ბურთის ფლობის ასპექტში უკეთესად თამაში შეგვეძლო. სტუმრად კარის მშრალად შენახვა და ქულის მოპოვება ცუდი არ არის, ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ”, – განაცხადა მაკკარტიმ.