მიკ მაკკარტი: “საქართველო ყოველთვის ახერხებდა ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას”
ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ, საქართველოს ნაკრებთან “ავივა სტედიუმზე” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
“სიმართლე გითხრათ, საქართველოსა და შვეიცარიის მატჩს ვუყურე. საქართველომ კარგად ითამაშა, თუმცა შვეიცარია უბრალოდ უკეთესი იყო. საქართველოს ერთიანი გუნდი ყავს, რომელიც ძალიან კარგად არის შეთამაშებული, როდესაც მათ თამაშს თვალს ვადევნებდი ისინი ყოველთვის ახერხებდნენ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას.
ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ზურგს ქომაგები გაგვიმაგრებენ. ვალდებულნი ვართ, რომ ყველა უპირატესობა სრულფასოვნად გამოვიყენოთ და გავიმარჯვოთ.ვთვლი, რომ საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს, რაც წარმატებისთვის აუცილებელია.
რა მოხდება თუ დავმარცხდებით? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. თუ საქართველოს ბურთის ფლობის უფლებას მისცემ, რაშიც ძალიან კარგები არიან, ასეც მოხდება. შვეიცარიამ სივრცეები მაქსიმალურად შეზღუდა და საქართველო პირველ ნომრად არ ათამაშა, დიდებულად ითამაშეს.
რაც შეეხება გიბრალტართან მოგებულ მატჩს (0-1), პირდაპირ ვიტყვი, რომ საშინელ კონდინციებში მოგვიწია თამაში – მთებსა და აეროპორტს შორის, ქარი არ წყდებოდა. ასეთი მატჩები სიამოვნებას არ მანიჭებს, თუმცა იქ ვერმოგება ირლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო რამ იქნებოდა,” – აცხადებს მაკკარტი.