მიკ მაკკარტი საქართველოსთან მატჩზე: “მეტის გატანა შეგვეძლო”
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სტუმრად ირლანდიასთან, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩის შემდეგ ირლანდიელთა თავკაცმა, მიკ მაკკარტიმ, პრესკონფერენცია გამართა.
“შაბათს, როდესაც ვთქვი რომ გიბრალტართან მატჩის ყოველი წუთი მძულდა მოვიტყუე. მსიამოვნებდა ეროვნული ჰიმნის სმენა, ჩვენმა გოლმა და საბოლოო სასტვენმაც გამახარა. ყველაფერი არ მძულს. დღეს სულ სხვა მატჩი შედგა. ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეგვეძლო ორი-სამი გოლიც გაგვეტანა.
მეტოქეს თავისი ფეხბურთის ჩვენების საშუალება არ მივეცით. ჩვენმა ბიჭებმა წარმოუდგენლად კარგად ითამაშეს. კარგი შანსები შევქმენით, თუმცა არ გაგვიმართლა და მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ.
რაც შეეხება პროტესტს, ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით თამაშზე კონცენტრირებულები. საბედნიეროდ, საჯარიმო ბრწყინვალედ გამოვიყენეთ.
შვეიცარიისა და დანიის ფრე? შვეიცარია 3-0 იგებდა. ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ, როგორც ჩანს, პედალს ფეხი აუშვეს. ვიმედოვნებ, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს სისხლის ბოლო წვეთამდე შეებრძოლება და ქულებსაც დაკარგავენ. ჩვენ მხოლოდ ორ მოგებულ მატჩზე უნდა ვიფიქროთ,”- აცხადებს მაკკარტი.