მიკ მაკკარტიმ საქართველოსთან მატჩისათვის ირლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკკარტიმ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გიბრალტარისა და საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა.
ირლანდიელები 23 მარტს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდებიან, 26 მარტს კი საქართველოს უმასპინძლებენ.
მაკკარტიმ გაფართოებულ შემადგენლობაში 38 მოთამაშე შეიყვანა, ნაკრების საბოლოო განაცხადი კი ცნობილი 17 მარტს გახდება.
მეკარეები: დარენ რენდოფლი (“მიდლსბრო”), კიერენ ვესტვუდი (“შეფილდ უედნესდი”), კაოიმინი კელეჰერი (“ლივერპული”), კიერან ოჰარა (“მაქსფილდ თაუნი”), მარკ ტრეივერსი (“ბორნმუთი”);
მცველები: სიმუს კოულმენი (“ევერტონი”), მეტ დოჰერტი (“ვულვზი”), საირუს კრისტი (“ფულჰემი”), რიჩარდ კიო (“დერბი”), ჯონ ეგანი (“შეფილდ იუნაიტედი”), შეინ დაფი (“ბრაიტონი”), კევინ ლონგი (“ბარნლი”), ჯიმი დანი (“სანდერლენდი”), ენდა სტივენსი (“შეფილდ იუნაიტედი”), დერიკ უილიამსი (“ბლექბერნი”), სტეფენ უარდი (“ბარნლი”);
ნახევარმცველები: ეიდენ მაკგედი (“სანდერლენდი”), ალან ჯიუდჯი (“იფსვიჩი”), ჯეიმს მაკკარტი (“ევერტონი”), ჯეფ ჰენდრიკი (“ბარნლი”), კონორ ჰოურიჰეინი (“ასტონ ვილა”), ალან ბროუნი (“პრესტონი”), ჰარი არტერი (“კარდიფი”), გლენ ველანი (“ასტონ ვილა”), დევიდ მეილერი (“ქოვენთრი”), შონ უილიამსი (“მილუოლი”), რობი ბრედი (“ბარნლი”), კალუმ ოდოუდა (“ბრისტოლი”), ჯეიმს მაკკლინი (“სტოკი”), დერილ ჰორგანი (“ჰიბერნიანი”);
თავდამსხმელები: შეინ ლონგი (“საუთჰემპტონი”), სინ მაგუაირი (“პრესტონი”), რონან კურტისი (“პორტსმუტი”), სკოტ ჰოგანი (“შეფილდი”), ეიდენ ობრიენი (“მილუოლი”), დავიდ მაკგოლდრიკი (“შეფილდ იუნაიტედი”), ჯეიმს კოლინსი (“ლუტონ თაუნი”), პედრეიგ ემონდი (“ნიუპორტ ქანთრი”).